მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოაო ფელიქსის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლუბში პორტუგალიელი ფეხბურთელის მომავალი მხოლოდ მასზე არ არის დამოკიდებული.
„ჩემი ფიქრები გუნდის თითოეულ მოთამაშეს უკავშირდება. მთავარია, საუკეთესო შედეგების მიღწევა, ხოლო სატრანსფერო ბაზარზე, რაც ხდება, მხოლოდ ჩემზე არაა დამოკიდებული. დღეს ჟოაომ კარგად ითამაშა შეტევაში გრიზმანსა და მორატასთან ერთად. მიჩვეული ვარ, რომ კლუბის გულისთვის ყველაფერი გავიღო, ასე რომ, იმედი მაქვს, ფეხბურთელებიც იგივეს გააკეთებენ“, - თქვა სიმეონემ.
შეგახსენებთ, სეზონის პირველ ნაწილში დიეგო სიმეონე ჟოაო ფელიქსს იშვიათად ენდობოდა, გუშინ კი „ელჩესთან“ მატჩში პორტუგალიელმა გოლის გატანა მოახერხა.