Marca:

Marca: "1 წელი მამარდაშვილის დიდი რეალობიდან და ოცნების ახდენიდან"

ესპანურმა გამოცემა Marca-მ გიორგი მამარდაშვილს წერილი მიუძღვნა, რომელიც მთლიანად დაეთმო 2021 წლის 31 დეკემბერს გაფორმებულ კონტრაქტს, როცა „ვალენსიამ“ ქართველი მეკარე გამოისყიდა და ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.

„გიორგი მამარდაშვილს იუბილე აქვს - მას ყოველთვის ახსოვს, რომ 31 დეკემბერს გააფორმა მისი პირველი სრულფასოვანი კონტრაქტი ევროპულ და ელიტარულ ფეხბურთში. ქართველი მეკარე შაბათს 1 წლისთავს აღნიშნავს, რაც „ვალენსიამ“ გადაწყვიტა ფსონი მასზე გაეკეთებინა და მის საკუთრებაში შეენარჩუნებინა.

გიორგი „ვალენსიაში“ თავიდან იჯარით გადავიდა მეორე გუნდში სათამაშოდ, მაგრამ 4 თვე პირველ გუნდში გაატარა, სილესენისა და ხაუმეს ტრავმების გამო კი სათამაშო დროც მიიღო და ყურადღებაც მიიპყრო. ბორდალასმა ის პირველივე დღეებიდან მთავარი გუნდის დინამიკაში ჩარჩა, მეორე გუნდისთვის შეძენილი ფეხბურთელია. ეს „ვალენსიას“ მხრიდან ფსონი იყო, მაგრამ მამარდაშვილისთვისაც, რადგან ყველაფერი ნულიდან დაიწყო. „ვალენსიამ“ მასთან გაუმჯობესებული კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტა, რასაც პირველ საიჯარო ხელშეკრულებასთან საერთო არაფერი ჰქონდა. შედეგად, მამარდაშვილისა და მისი ოჯახის ბედი შეიცვალა.

რეალურად, მან საბოლოო აღიარება 2022 წლის შუა რიცხვებში მოიხვეჭა. ის არის „ვალენსიას“ ნამდვილი ფსონი, რომელშიც მილიონზე ნაკლები ინვესტიცია ჩადო და ახლა ევროპაში მომავლის მეკარე ჰყავს, 100-მილიონიანი გამოსასყიდი პუნქტით, რაც მოლაპარაკებების პროცესში გარანტიებს იძლევა.

2022 წლის 31 დეკემბერს, „ვალენსია“ „ვილიარეალს“ შეხვდება და მამარდაშვილი აღნიშნავს თავისი დიდი რეალობის ერთი წლისთავს. ჭეშმარიტების მომენტიდან, როცა ოცნება ახდა“, - წერს Marca.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში ლა ლიგის 14 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაუშვა. ქართველმა მეკარემ „ღამურებთან“ კონტრაქტი სამი თვის წინ 2027 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.