ოფიციალურად: კრიშტიანუ რონალდუ

ოფიციალურად: კრიშტიანუ რონალდუ "ალ-ნასრის" ფეხბურთელია

კრიშტიანუ რონალდუმ ევროპა დატოვა. ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში, „ალ-ნასრის“ რიგებში გააგრძელებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

რონალდუმ „ალ-ნასრთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა და წელიწადში მისი ხელფასი 200 მილიონი ევრო იქნება.

კრიშტიანუ ბოლო პერიოდში თავისუფალი აგენტი იყო, მას შემდეგ, რაც „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი გაწყვიტა. ამრიგად, 37 წლის პორტუგალიელი საუდის არაბეთის ჩემპიონატში ითამაშებს, რუდი გარსიას ხელმძღვანელობით, რომელიც „ალ-ნასრის“ წევრია.

კრიშტიანუ რონალდუს კარიერის განმავლობაში ლისაბონის „სპორტინგის“, „მანჩესტერის“, „რეალისა“ და „იუვენტუსის“ შემადგენლობაში უთამაშია. „ალ-ნასრი“ საუდის არაბეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 10 ტურის შემდეგ 23 ქულით მეორე ადგილზეა.