რონალდო:

რონალდო: "პელეს მემკვიდრეობა თაობებს სცდება"

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო პელეს გარდაცვალებას გამოეხმაურა. მან ემოციური წერილი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„უნიკალური, გენიალური, ტექნიკური, კრეატიული, სრულყოფილი, შეუდარებელი. სადაც პელე მივიდა, იქ დარჩა. მწვერვალი არასდროს დაუტოვებია, ის დღეს გვტოვებს, ფეხბურთის მეფე, ყველა დროის უდიდესი.

სამყარო გლოვობს. პრივილეგია იყო შენთან ერთად ყოფნა მეგობარო, შენი ნიჭი არის სკოლა, რომელიც ყველა მოთამაშემ უნდა გაიაროს, მისი მემკვიდრეობა თაობებს სცდება. მადლობა პელე, მშვიდად განისვენე“, - დაწერა რონალდომ.

შეგახსენებთ, რომ პელე 29 დეკემბერს, 82 წლის ასაკში, მსხვილი ნაწლავის კიბოთი გარდაიცვალა.