ნეიმარი:

ნეიმარი: "პელემდე ფეხბურთი მხოლოდ სპორტი იყო, მან ხელოვნებად აქცია"

„პარი სენ ჟერმენისა“ და ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელი ნეიმარი პელეს სოციალურ ქსელში ემოციური წერილით დაემშვიდობა. როგორც მან დაწერა, პელემ ფეხბურთი ხელოვნებად აქცია, ბრაზილიის სტატუსი კი აამაღლა.

„პელემდე 10 უბრალოდ რიცხვი იყო. მე ვიტყოდი, რომ პელემდე ფეხბურთი მხოლოდ სპორტი იყო, პელემ კი ყველაფერი შეცვალა. მან ფეხბურთი ხელოვნებად, სანახაობად აქცია. მან ძალა მისცა ღარიბებს, შავკანიანებს და განსაკუთრებით ბრაზილიის ცნობადობა გაზარდა. ფეხბურთმა და ბრაზილიამ მეფის წყალობით აიმაღლეს სტატუსი. ის წავიდა, მაგრამ მისი მაგია დარჩება. პელე მარადიულია!“, - დაწერა ნეიმარმა.

შეგახსენებთ, რომ პელე 29 დეკემბერს, 82 წლის ასაკში, მსხვილი ნაწლავის კიბოთი გარდაიცვალა.