პელეს ერთ-ერთმა ქალიშვილმა, კელი კრისტინა ნასიმენტომ, სოციალურ ქსელში ახალი განცხადება გაავრცელა.
„ასეთი მომენტები ძნელი ასახსნელია. ხანდახან სასოწარკვეთისგან ვწუხვართ, ხანდახან კი ვიცინით, ძველ სალაღობო ამბებს ვიხსენებთ.
ყველაზე მთავარი გაკვეთილი, რომელიც ბოლო დროს გამოვიტანეთ, ის არის, რომ აუცილებელია ახლოს ყოფნა, ერთმანეთისთვის ხელის გაწვდენა. მხოლოდ მაშინ ეძლევა ცხოვრებას აზრი.“ - წერს კელი კრისტინა.
შეგახსენებთ, რომ პელე სან-პაულუს ერთ-ერთ კლინიკაში წევს. მას მსხვილი ნაწლავის სიმსივნე დაუდგინეს და ექიმების ინფორმაციით, ბოლო დღეებში ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუუარესდა.