ბონიეკი:

ბონიეკი: "კვარაცხელიას მხოლოდ კვარადონათი მოვიხსენიებ"

ლეგენდარულმა პოლონელმა ფეხბურთელმა ზბიგნევ ბონიეკმა „ნაპოლიზე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდს ყველა ტურნირის მოგება შეუძლია.

როგორც მან თქვა, კვარაცხელია სუფთა ტალანტია და მას ყოველთვის კვარადონას უწოდებს.

„ნაპოლის“ სერია A-ს მოგებაც შეუძლია და ჩემპიონთა ლიგისაც, რატომაც არა? კვარადონა, მას ასე მოვიხსენიებ, სუფთა ტალანტია და კიმი სერია A-ში ერთ-ერთი ტალანტია ენერგიით, კონცენტრაციით, მეურვეობით, თავით თამაშით, სხვა კატეგორიის მცველია. თუმცა, ცხადია, „ინტერთან“ და „მილანთან“ ყურადღებით ყოფნა საჭირო, „იუვეც“ კარგი გუნდია, მაგრამ რაც კლუბში ხდება, სიტუაციას ართულებს“, - თქვა ბონიეკმა.