,,რეალ მადრიდი

,,რეალ მადრიდი" 2024 წლისთვის ალფონსო დევისის შეძენას გეგმავს

ესპანური AS-ის ინფორმაციით, ,,რეალ მადრიდი" მომდევნო 18 თვის განმავლობაში ალფონსო დევისის ტრანსფერზე აპირებს მუშაობას , რათა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა მცველი თავისთან გადაიბიროს.

კანადელ მარცხენა მცველს, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე კანადის ისტორიაში პირველი გოლიც გაიტანა, მიუნხენის ,,ბაიერნთან" კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს, ,,სამეფო კლუბი" კი შეეცდება მისი კონტრაქტის ამოწურვამდე 1 წლით ადრე, შედარებით მისაღებ ფასად შეიძინოს.

,,რეალმა" 2024 წლისთვის უკვე დაადასტურა ბრაზილიელი ტალანტის, ენდრიკის ტრანსფერი, დევისის შეძენის შემთხვევაში კი ,,გალაქტიკოსი" სერიოზულ შევსებას მიიღებს.

ალფონსო დევისი ,,ბაიერნს" 2019 წელს ,,ვანკუვერ ვაითქეფსიდან" შეუერთდა. ,,რეკორდმაისტერის" მაისურით მან 134 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა შეასრულა.