„სიტის“ გრილიშის ლეაუში გაცვლა სურს

„სიტის“ გრილიშის ლეაუში გაცვლა სურს

„მანჩესტერ სიტი“ აგრძელებს გზების ძებნას „მილანის“ პორტუგალიელი შემტევის, რაფაელ ლეაუს შესაძენად. ინგლისური კლუბი მზადაა მილანელებს 100-მილიონიანი შენაძენი, ჯეკ გრილიში დაუთმოს - გვამცნობს Calciomercatoweb.

„მილანი“ გრილიშის დამატების წინააღმდეგი არ არის, თუმცა ასეთ გარიგებას უსამართლოდ მიიჩნევს. მათ მიაჩნიათ, რომ გრილიშის ხელფასი „სიტიში“ ძალიანაა გაზრდილი. რაფაელს კი ახალგაზრდა ასაკის წყალობით გაცილებით მეტი პოტენციალი აქვს სრულყოფისთვის.

23 წლის ლეაუ „მილანში“ 2019 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში „როსონერის“ მაისურით ლეაუმ ყველა ტურნირში 26 მატჩი ჩაატარა, 7 ბურთი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. მილანურ კლუბთან მის კონტრაქტს ვადა 2024 წლის ზაფხულში ეწურება.