ეინდჰოვენის პსვ-ს თავდამსხმელი, კოდი გაკპო, კარიერას „ლივერპულში“ გააგრძელებს - წერს ნიდერლანდური კლუბის ოფიციალური ვებ-საიტი. გაკპო მერსისაიდელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ შეუერთდება იანვარში.
უახლოეს დღეებში 23 წლის შემტევი ინგლისში ჩავა სატრანსფერო წვრილმანების მოსაგვარებლად. ხელშეკრულების დეტალები არ საჯაროვდება, თუმცა ნიდერლანდელი ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ტრანსფერი პსვ-სთვის სარეკორდო იქნება.
შეგახსენებთ, რომ ახლახან დასრულებულ ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე გაკპომ ნიდერლანდების ნაკრებში ხუთი მატჩი ჩაატარა და სამი ბურთი გაიტანა. ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშე იყო ტურნირზე.