აშშ-სა და კანდაში ზამთრის შტორმსა და ყინვას 60-მდე ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-სა და კანდაში ზამთრის შტორმსა და ყინვას 60-მდე ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-სა და კანდაში ზამთრის შტორმსა და ყინვას სულ მცირე 56 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს.

განსაკუთრებით რთული ვითარებაა ნიუ-იორკის შტატში, სადაც სულ მცირე 28 ადამიანი დაიღუპა. სტიქიის გამო, ათი ათასობით ადამიანს ელექტროენერგია არ მიეწოდება. გაუქმდა რეისები.

მეტეოროლოგების განცხადებით, მსგავსი ამინდი აშშ-ში რამდენიმე ათწლეულში ერთხელ ფიქსირდება, თუმცა ბოლო ციკლონი უპრეცედენტოა.