თურქეთმა შავ ზღვაში ბუნებრივი აირის ახალი მარაგი აღმოაჩინა

თურქეთმა შავ ზღვაში ბუნებრივი აირის ახალი მარაგი აღმოაჩინა

თურქეთმა შავ ზღვაში ბუნებრივი აირის ახალი მარაგი აღმოაჩინა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, გაზის მარაგი, 710 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდა, რომლის საბაზრო ღირებულება, ერთი ტრილიონი დოლარია.

მისივე თქმით, ქვეყნის საბოლოო მიზანია, რაც შეიძლება მალე მიაღწიოს ენერგოდამოუკიდებლობას.