იტალიურმა ტელეარხმა, DAZN-მა ხვიჩა კვარაცხელიასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომლის მცირე ნაწილიც დღეს გამოქვეყნდა. ინტერვიუში კვარაცხელია მისი სათამაშო სტილის შესახებ საუბრობს.
,,ჩემი თამაში ის არაა, რასაც ვიდეოების ყურებით ისწავლი. ასეთ რამეებს ვარჯიშზეც კი ვერ სწავლობ. ყველაფერი, რასაც ჩემი მეტოქეები ჩემს შესახებ სწავლობენ, არაფერში გამოადგებათ. ჩემს თავზე ბევრს ვმუშაობ, ახალ რაღაცეებს ვსწავლობ და ალტერნატიული გამოსავლის ძებნას ვცდილობ, რათა უფრო და უფრო რთული ამოსაცნობი გავხდე" - განაცხადა კვარაცხელიამ.
იტალიურმა არხმა ქართველის შესახებ ინტერვიუდან პატარა კოლაჟიც შემოგვთავაზა, სადაც ის სხვადასხვა იტალიურ სიტყვებს იძახის.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას კარგი თამაშის წყალობით ,,ნაპოლი" სერია A-ს 41 ქულით ლიდერობს, კვარაცხელიამ კი მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე თავი 8 გოლითა და 10 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.