ერდოღანი: რონალდუ იმის გამო არ ათამაშეს, რომ პალესტინას უჭერდა მხარს

ერდოღანი: რონალდუ იმის გამო არ ათამაშეს, რომ პალესტინას უჭერდა მხარს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯიფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, კრიშტიანუ რონალდუ კატარის მსოფლიო ჩემპიონატის დროს პოლიტიკური ვეტოს მსხვერპლი იყო.

თურქეთის ტელევიზიასთან საუბრისას ერდოღანმა, რომელიც თავადაც ყოფილი ფეხბურთელია, განაცხადა, რომ სამწუხაროდ, რონალდუ მაროკოსთან მეოთხედფინალური შეხვედრის დროს იმის გამო არ ათამაშეს, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდა.

,,სამწუხაროდ, მას პოლიტიკური ვეტო დააკისრეს, რადგან პალესტინას უჭერდა მხარს. ისეთი მოთამაშის, როგორიც რონალდუა, მოედანზე მხოლოდ 30 წუთით შეშვებამ, მისი ფსიქოლოგია დაანგრია და ენერგია გამოაცალა. ინფორმაცია მივიღე, რომ ის საუდის არაბეთში გადადის სათამაშოდ."

,,არგენტინის ნაკრებმა გამარჯვება დაიმსახურა თავიანთი კარგი თამაშისა და მესის გამო. კილიან მბაპე ფეხბურთის მომავალია. ის 23 წლისაა, მესი კი 34-ის. ამჯერად მბაპეს დრო მოდის" - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯიფ ტაიპ ერდოღანი კატარში მსოფლიო ჩემპიონატის გახსნითი და ფინალური მატჩის დროსაც იმყოფებდა და შეხვედრებს მოედნიდან მიადევნა თვალი.