მთიანი ყარაბაღის მოსახლეობამ ლაჩინის დერეფნის ჩაკეტვა გააპროტესტა

მთიანი ყარაბაღის მოსახლეობამ ლაჩინის დერეფნის ჩაკეტვა გააპროტესტა

მთიანი ყარაბაღის ქალაქ სტეფანაკერტში მოსახლეობამ ლაჩინის დერეფნის ჩაკეტვა გააპროტესტა.

მედიის ინფორმაციით, ქალაქის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა, რომლებმაც თქვეს, რომ ყარაბაღში სომხური მოსახლეობა ბლოკადაშია და თავისუფლად გადაადგილება არ შეუძლია.

აქციის მონაწილეების თქმით, აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს.

სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის რეგიონის დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა - ლაჩინის დერეფანი 12 დეკემბერს აზერბაიჯანელმა ეკოაქტივისტებმა გადაკეტეს, რომლებიც რეგიონიდან სასარგებლო წიაღისეულის გატანას აპროტესტებენ. თეთრმა სახლმა ბაქოსა და ერევანს ლაჩინის დერეფანში გადაადგილების სრულად აღდგენისკენ მოუწოდა.