მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ალვარო მორატაზე ისაუბრა და ესპანელი ფორვარდი შეაქო. როგორც მან აღნიშნა, „ატლეტიკოს“ თავდამსხმელებისთვის მორატა მისაბაძია.
„მორატამ დიდი ძალისხმევა გამოავლინა, ქმნის საგოლე მომენტებს და ის ჩვენი თავდამსხმელების აბსოლუტური ლიდერია. გვჭირდება და თავდამსხმელებისთვის საორიენტაციო წერტილია.
კარასკო? მან იცის, რა მინდა და რას ვითხოვ მისგან. ის ბევრს მუშაობდა და ეს ჩვენთვის კარგია, თუმცა, გვინდა, რომ ინტენსივობა გაზარდოს“, - თქვა სიმეონემ.
შეგახსენებთ, რომ ალვარო მორატა „ატლეტიკოს“ გასულ ზაფხულს „იუვენტუსიდან“ დაუბრუნდა და 20 მატჩში 5 გოლი გაიტანა. მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების მაისურით მან 4 შეხვედრაში, საიდანაც მხოლოდ ერთხელ იყო ძირითად შემადგენლობაში, 3 გოლი გაიტანა.