საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრი:

საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრი: "მარტინესი უღირსად მოიქცა"

არგენტინის ნაკრების მეკარე ემილიანო მარტინესი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის შემდეგ დიდი ყურადღების ცენტრშია და მასზე ამჯერად საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმაც კი ისაუბრა.

როგორც ბრუნო ლე მაიერემ აღნიშნა, მარტინესის საქციელი უღირსი იყო და ფიფამ ის აუცილებლად უნდა დასაჯოს.

„ეს იყო უღირსი საქციელი. რას ამბობს ფიფა ამ ყველაფერზე? სპორტი სამართლიანი თამაშია, პატივისცემა უნდა გამოვხატოთ სხვების, მათ შორის დამარცხებულების მიმართაც“, - აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ემილიანო მარტინესმა მუნდიალის ფინალის განსაკუთრებით კილიან მბაპეს დასცინა, თანაც რამდენჯერმე.