არგენტინის ნაკრების მეკარემ, ემილიანო მარტინესმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ორელინ ჩუამენის პენალტის წინ მომხდარ მცირე ინციდენტზე კომენტარი გააკეთა.
მარტინესმა ფრანგ ფეხბურთელს, რომელიც პენალტის შესასრულებლად მიდიოდა, ბურთი გადაუგდო. სწორედ ამის შესახებ ილაპარაკა არგენტინელმა ფეხბურთელმა.
„ვიცი, რომ პენალტებში ძლიერი ვარ და ვიცი, რომ მეტოქეები ამ დროს პატივს მცემენ, მეტოქე ფეხბურთელებმა ასე მითხრეს. პირველი მოგერიებული პენალტის შემდეგ, ვიცოდი, რომ ჩუამენი ძალიან ნერვიულობდა, ვცდილობდი მასზე ფსიქოლოგიურად მემოქმედა ბურთის გადაგდებით და მასთან ლაპარაკით. მან ბურთი კარს ააცილა და საკუთარი თავი თვითონ შეირცხვინა“, - თქვა მარტინესმა.
შეგახსენებთ, რომ ორელინ ჩუამენიმ ბურთი კარს ააცილა, ხოლო მანამდე კინგსლი კომანის დარტყმა ემილიანო მარტინესმა მოიგერია.