მილანის „ინტერის“ მეკარე ანდრე ონანამ სანაკრებო კარიერა დაასრულა. 26 წლის მეკარემ ეს გადაწყვეტილება თავად დაადასტურა.
„ჩემი ისტორია ეროვნულ ნაკრებში დასრულებულია“, - დაწერა ონანამ სოციალურ ქსელში.
ონანა ნაკრებიდან მთავარ მწვრთნელ რიგობერტ სონგთან კონფლიქტის გამო წავიდა. ის მსოფლიოს ჩემპიონატზეც იყო, მაგრამ შეკრება პირველი მატჩის შემდეგ დატოვა და როგორც ახლა განაცხადა, ნაკრებში აღარ ითამაშებს.
აქვე გეტყვით, რომ ანდრე ონანამ კამერუნის ნაკრებში 2016-2022 წლებში 34 მატჩი ჩაატარა.