იტალიური „ნაპოლი“ მაროკოს ნაკრებისა და ფრანგული „ანჟერის“ ნახევარმცველის, აზედინ უნაჰისთვის ბრძოლაში ფავორიტია. ამის შესახებ ფრანგული მედია იტყობინება.
22 წლის ფეხბურთელით „ინტერი“ და „მარსელიც“ ინტერესდებიან, მაგრამ მისი დამატების ყველაზე დიდი შანსი ნეაპოლურ გუნდს აქვს. ასე რომ, გასული მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ნახევარმცველი შესაძლოა ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს.
უნაჰი „ანჟერში“ 2021 წლიდან თამაშობს და 47 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი. მაროკოს ნაკრების წევრი კი 2022 წლიდანაა და 17 თამაშში თავი 2 გოლით გამოიჩინა.