თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსულ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ იარაღს აწვდის

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსულ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ იარაღს აწვდის

ჩრდილოეთ კორეა რუსულ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ იარაღს აწვდის, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების დირექტორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

საუბარია ნაღმმტყორცნებსა და რაკეტებზე, რომლებიც ჩრდილოეთ კორეამ „ვაგნერს“ ნოემბერში გადასცა და რომლებსაც ისინი უკრაინის წინააღმდეგ იყენებენ.

ვაშინგტონის ინფორმაციით, უკრაინაში ამჟამად „ვაგნერის“ 50 ათასამდე მებრძოლი იბრძვის.