დიუგარიმ დეშამი გააკრიტიკა

დიუგარიმ დეშამი გააკრიტიკა

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონმა, კრისტოფ დიუგარიმ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ „სამფეროვანთა“ მთავარ მწვრთნელად ზინედინ ზიდანს ისურვებდა.

„ეს ჩემი პრობლემა არ არის, მით უმეტეს, ჩემი გადასაწყვეტი. მაგრამ არ ვმალავ, რომ ამ თანამდებობაზე ზიზუს ვისურვებდი. რაღაც ახალი მინდა ვნახო.

საქმე ის არის, რომ იშვიათად ვსაუბრობთ ფეხბურთზე. არ გვილაპარაკია 2018 წელს, როცა ჩემპიონები გავხდით. მაგრამ ახლა, როცა ფინალი წავაგეთ, დისკუსიაა საჭირო. არ მგონია არგენტინის დამარცხება არ შეგვძლებოდა.

2012 წლიდან ჩვენს ნაკრებს თავისი სტილი აღარ აქვს. ეს დეშამის ხელწერაა. მისთვის მხოლოდ შედეგს აქვს მნიშვნელობა.“ - ციტირებს დიუგარის სიტყვებს L'Equipe.