ფიფამ 2022 წელს რეიტინგი ბოლოჯერ განაახლა და მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ მასში ბევრი ცვლილებაა. თუმცა, უცვლელია, საქართველოს ნაკრების პოზიცია.
ვილი სანიოლის გუნდმა მაროკოსთან ამხანაგურ მატჩში მარცხის მიუხედავად, 78-ე ადგილი შეინარჩუნა.
76. ისრაელი - 1315.67 ქულა
77. უზბეკეთი - 1312.64
78. საქართველო - 1305.98
79. გაბონი - 1305.47
80. ჩინეთი - 1305.06
არ შეცვლილა არც რეიტინგის ლიდერი, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ჩემპიონი არგენტინა გახდა. პირველ ადგილზე ისევ ბრაზილიის ნაკრებია, ხოლო არგენტინა მეორე ადგილზე აღზევდა და ერთი საფეხურით დაწინაურდა. ასევე ერთი პოზიციით დაწინაურდა საფრანგეთის ნაკრები და მესამეა.
ბელგიის ნაკრები მუნდიალზე ფიასკოს შემდეგ ორი პოზიციით დაქვეითდა და მეოთხე ადგილზეა, ხოლო ათეულში შევიდა ხორვატიის ნაკრები. რეგრესი განიცადეს იტალიამ და ესპანეთმა, მაგრამ ათეულში ადგილი მაინც შეინარჩუნეს. ცალკე უნდა ითქვას მაროკოს ნაკრებზე, რომელიც 11 პოზიციით დაწინაურდა და თავის ისტორიაში პირველად მე-11 ადგილს იკავებს.
ფიფას რეიტინგის საუკეთესო ათეული ასეთია:
1. ბრაზილია - 1840.77 ქულა
2. არგენტინა - 1838.38
3. საფრანგეთი - 182.39
4. ბელგია - 1781.3
5. ინგლისი - 1774.19
6. ნიდერლანდები - 1740.92
7. ხორვატია - 1727.62
8. იტალია - 1723.56
9. პორტუგალია - 1702.54
10. ესპანეთი - 1692.71