პუტინი აცხადებს, რომ რუსეთმა ბირთვული დანაყოფების მზადყოფნა უნდა გააუმჯობესოს

პუტინი აცხადებს, რომ რუსეთმა ბირთვული დანაყოფების მზადყოფნა უნდა გააუმჯობესოს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს სჭირდება ბირთვული იარაღის მხარდაჭერისა და მზადყოფნის გაუმჯობესება.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მხარდაჭერა და გავაუმჯობესოთ ჩვენი ბირთვული დანაყოფების მზადყოფნა. ეს ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მთავარი გარანტიაა. სტრატეგიული პრიორიტეტი მსოფლიოში ძალთა საერთო ბალანსია“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინმა ასევე დაადანაშაულა ნატოს წამყვანი ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო პოტენციალის გამოყენებაში.

„საყოველთაოდ ცნობილია, რომ დღეს ნატოს პრაქტიკულად ყველა წამყვანი ქვეყნის სამხედრო პოტენციალი და შესაძლებლობები რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენება“, - განაცხადა მან.