ბაიდენი ზელენსკის: თქვენ არასდროს დარჩებით მარტო, უკრაინის ბრძოლა გაცილებით დიდი რაღაცის ნაწილია

ბაიდენი ზელენსკის: თქვენ არასდროს დარჩებით მარტო, უკრაინის ბრძოლა გაცილებით დიდი რაღაცის ნაწილია

თქვენ არასდროს დარჩებით მარტო, უკრაინის ბრძოლა გაცილებით დიდი რაღაცის ნაწილია, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

”ამერიკელი ხალხი თქვენთანაა ყოველ ნაბიჯზე. ჩვენ თქვენთან დავრჩებით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ თავისუფლების ალის შენარჩუნებას შევძლებთ“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

ჯო ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) უკრაინას 374 მილიონ დოლარზე მეტ ჰუმანიტარულ დახმარებას გაუგზავნის.

ბაიდენმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას 1.8 მილიარდი დოლარის დამატებით სამხედრო დახმარებას გაუგზავნის, რომელიც მოიცავს Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემას.