ლეო მესის მიერ სოციალურ ქსელ ,,ინსტაგრამში" გამოქვეყნებულმა ფოტომ გუშინ იქამდე ყველაზე მეტად მოწონებულ კვერცხის ფოტოს გადაასწრო. დღეს კი ფოტომ მორიგი რეკორდი დაამყარა და ზოგადად სოც. ქსელებში ყველაზე ნახვადი პოსტი გახდა.
ფოტომ, რომელშიც ლეოს ხელში მსოფლიო თასი უჭირავს და ემოციური ტექსტი აქვს მიწერილი, უკვე 64 მილიონ მოწონებას გადაასწრო და ყველა დროის ყველაზე მეტ მოწონებიან ,,ტიკტოკის" ვიდეოს გაასწრო. აქამდე სოციალური ქსელების რეკორდი ფილიპინებში დაბადებულ ამერიკელ მომღერალს, ბელა პოურჩს ეკუთვნოდა, რომლის ფუტკრებზე მიძღვნილ ვიდეოსაც 60.3 მილიონი მოწონება ჰქონდა.
ასე რომ, ლეო მესი არამხოლოდ ფეხბურთში, არამედ სოციალურ ქსელშიც ყველაზე პოპულარული ფეხბურთელია. არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი მესამედ, ლეო მესიმ კი პირველად მოიგო. არგენტინაში დაბრუნებისას ,,ალბისელესტე" და ქომაგები ნანატრი თასის მოპოვებას მთელი დღე ზეიმობდნენ.