კალიფორნიის შტატში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

კალიფორნიის შტატში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში, 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ათასობით ადამიანი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. არიან დაშავებულებიც. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მიწისძვრამ გაზსადენები დააზიანა, რამაც გაჟონვა გამოიწვია. ერთ-ერთ შენობაში ხანძარი გაჩნდა, თუმცა მალევე ჩააქრეს, ხოლო ორი სხვა შენობა ჩამოინგრა. ხელისუფლება სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლის.