არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შემდეგ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა - ამჯერად, სოციალურ ქსელში.
მუნდიალის მოგების შემდეგ ინსტაგრამში მესის მიერ განთავსებულმა პოსტმა 50 მილიონ მოწონებას გადააჭარბა, რაც სოციალური ქსელის რეკორდია. ამდენი მოწონება არცერთ პოსტს არ ჰქონია.
მესიმ ამ თვალსაზრისითაც კრიშტიანუ რონალდუს აჯობა, რომელიც მანამდე იყო რეკორდსმენი 42 მილიონი მოწონებით.
შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ეს ტიტული ისტორიაში მესამედ მოიპოვა.