არგენტინის მთავრობამ 20 დეკემბერი საყოველთაო უქმე დღედ გამოაცხადა. არგენტინა მსოფლიო ჩემპიონობას ზეიმობს. ქვეყნის პრეზიდენტმა, ალბერტო ფერნანდესმა კი საგანგებო განკარგულება გამოსცა.
არგენტინის ნაკრები ბუენოს-აირესში თბილისის დროით დღეს, 20 დეკემბერს გამთენიისას ჩაფრინდა. მალე საჩემპიონო აღლუმი დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ყატარის მუნდიალის ფინალურ მატჩში არგენტინელებმა ფრანგები პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხეს (ძირითადი და დამატებითი დრო 3:3 დამთავრდა).
არგენტინელებმა მესამედ მოიპოვეს პლანეტის უძლიერესი გუნდის სახელი (მანამდე 1978 და 1986 წლებში).