ნედ პრაისი: თუ ბელარუსის მხრიდან პუტინის ომისთვის დამატებით დახმარების გაწევის რაიმე ნიშანს შევამჩნევთ, ბელარუსს დამატებით სანქციებს დავუწესებთ

ნედ პრაისი: თუ ბელარუსის მხრიდან პუტინის ომისთვის დამატებით დახმარების გაწევის რაიმე ნიშანს შევამჩნევთ, ბელარუსს დამატებით სანქციებს დავუწესებთ

შეერთებული შტატები მინსკში რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების შეხვედრას გამოეხმაურნენ. სახელმწიფო დეპარტამენტში ღიად განაცხადეს, რომ რუსეთისთვის სამხედრო დახმარების გაწევის გაძლიერების შემთხვევაში მინსკს ახალი სანქციები დაუწესდება.

„ჩვენ განსაკუთრებული ყურადღების ვაკვირდებით ბელარუსის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ პუტინის ომისთვის დამატებით დახმარების გაწევის შესაძლებლობას. თუ ამის რაიმე ნიშანს შევამჩნევთ, უმკაცრესი რეაქცია გექნება და ბელარუსს დამატებით სანქციებს დავუწესებთ. რეჟიმი პასუხისმგებელია იმ ომზე, რომელსაც პუტინი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა.

მინსკის შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინმა და ალექსანდრ ლუკაშენკომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული საკითხებზე, პირველ რიგში, ეკონომიკასა და ბელარუსისა და რუსეთის გარშემო არსებულ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაზეც ისაუბრეს.