მსოფლიო ჩემპიონატის დრამატული ფინალის შემდეგ ლიონელ სკალონიმ ლეო მესის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მას იქამდე შეუძლია გუნდში დარჩეს, სადამდეც მოესურვება.
,,თუ ლეოს თამაშის გაგრძელება სურს, ჩვენი კარი მისთვის მუდამ ღია იქნება. ჩვენ მას ადგილს აუცილებლად შევუნახავთ. მას სრულებით აქვს იმის უფლება, რომ გადაწყვიტოს წავიდეს ნაკრებიდან, თუ დარჩეს. ის ჩვენი გუნდისთვის უდიდესი ძალაა და დიდი სიამოვნებაა ისეთი ფეხბურთელების გაწვრთნა, როგორიც ის და მისი თანაგუნდელები არიან. ყველაფერი, რასაც მესი თავის თანაგუნდელებს გადასცემს, უბრალოდ შეუდარებელია. მსგავსი რამ აქამდე არასოდეს მინახავს." - განაცხადა სკალონიმ მატჩის შემდეგ
შეგახსენებთ, რომ ლეო მესიმ მატჩის შემდეგ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას მსოფლიო ჩემპიონის რანგში რამდენიმე თამაშის ჩატარება ჯერ კიდევ სურს.