მას შემდეგ, რაც გონსალო მონტიელმა გადამწყვეტი პენალტი გაიტანა, კამერის ობიექტივში არგენტინელი გულშემატკივრებიც მოხვდნენ, რომელთა ნაწილსაც მაისური გახდილი ჰქონდა, რის გამოც მათ პატიმრობა ემუქრებათ.
,,სტუმრებმა, როგორც მამაკაცებმა, ასევე ქალებმა, უნდა გამოიჩინონ პატივისცემა ადგილობრივი კულტურის მიმართ და მოერიდონ გამომწვევი ტანსაცმელების ჩაცმას სახალხოდ. რეკომენდირებულია, რომ მამაკაცებს და ქალბატონებს მხრები და მუხლები დაფარული ჰქონდეთ." - ეს იყო კატარის ტურიზმის სამსახურის განცხადება და მითითება გულშემატკივრის მიმართ.
თუმცა რთულია ასეთი მნიშვნელოვანი მომენტის შემდეგ ემოციების შეკავება, რაც არგენტინელ გულშემატკივრებს ნამდვილად გაუჭირდათ. კამერის ობიექტივში რამდენიმე ასეთი ადამიანი მოხვდა და გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ გულშემატკივრებს პატიმრობა ემუქრებათ.
აღსანიშნავია, რომ კატარის მუნდიალზე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გულშემატკივრის, ხორვატი ივანა კნოლის თამამი და გამომწვევი ჩაცმულობის შესახებ, კატარის ორგანოებს არანაირი ზომები არ მიუღია.