ტაილანდში სამხედრო ხომალდის ჩაძირვისას დაკარგულ მეზღვაურებს ეძებენ

ტაილანდში სამხედრო ხომალდის ჩაძირვისას დაკარგულ მეზღვაურებს ეძებენ

ტაილანდის ყურეში ტაილანდის ფლოტის ხომალდი „სუკხოტაი“ ჩაიძირა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კვირას ღამე გემის მართვის სისტემა დაიტბორა, რის შემდეგაც ხომალდი გადაბრუნდა და ჩაიძირა. ბორტზე ეკიპაჟის 100-ზე მეტი წევრი იმყოფებოდა. მაშველებმა 75 ადამიანი გადაარჩინეს, 31 მეზღვაური კი ამ დრომდე დაკარგულია. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება, ამასთან დაწყებულია გამოძიება კატასტროფის მიზეზების დასადგენად.

„სუკჰოტაი“ ტაილანდის ფლოტისთვის აშშ-ში, 1980-იან წლებში აშენდა.