„ვირტუს ბოლონიამ“ ევროლიგაში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და მე-14 ტურში თელ ავივის „მაკაბი“ 78:73 დაამარცხა.
თორნიკე შენგელიამ 28 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 12 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა თორნიკემ 4-დან 2 ორქულიანი და 8-დან 8 საჯარიმო ჩააგდო.
შენგელიაზე მეტი ქულა ამ შეხვედრაში მხოლოდ ლორენცო ბრაუნმა (18), დანიელ ჰაკეტმა (15) და მილოშ ტეოდოშიჩმა (15) დააგროვეს. თამაში სინიშა მიხაილოვიჩის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო.
„ვირტუს ბოლონია“ ევროლიგაში 6 გამარჯვებით და 8 მარცხით მე-13 საფეხურზეა, 22 დეკემბერს კი, სტუმრად „ბასკონიას“ შეხვდება.