ალ-ხელაიფი:

ალ-ხელაიფი: "მესი პსჟ-ში ბედნიერია და დარჩენა სურს"

„პარი სენ ჟერმენის“ პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ ლიონელ მესისთან კონტრაქტის განახლების შესაძლებლობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მესი პსჟ-ში ბედნიერია და დიდი შანსია, რომ პარიზულ კლუბში მომდევნო სეზონშიც ითამაშოს.

„თუ ორივე მხარეს გვექნება გაგრძელების სურვილი, ბუნებრივია, რომ თანამშრომლობას გავაგრძელებთ. გადავწყვიტეთ, რომ მოლაპარაკებები მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ გვექნება. თუმცა, შემიძლია ათასჯერ დავადასტურო, რომ ის ძალიან ბედნიერია პსჟ-ში, შესანიშნავი სეზონს ატარებს და ვფიქრობ, რომ დარჩენა სურს.

საფრანგეთი-არგენტინა? არ მკითხოთ ვის ვუქომაგებ, უბრალოდ იმედი მაქვს, რომ პსჟ-ს ფეხბურთელები კარგად ითამაშებენ“, - თქვა ალ-ხელაიფიმ.

შეგახსენებთ, ლიონელ მესის „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.