ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს ჩემპიონატის ტიტული ზედიზედ მეექვსედ მოიპოვა. ქართველ ლეგენდარულ ძალოსანს პლანეტის პირველობაზე დიდი კონკურენცია ჰქოპნდა, თუმცა ამან და ტრავმით გამოწვეულმა პრობლემამ მას გამარჯვებაში ხელი მაინც ვერ შეუძალა. ლაშამ ჩემპიონობის შემდეგ პირველი კომენტარიც გააკეთა და გულშემატკივრებს დაჰპირდა, რომ მომავალში უფრო დიდი შედეგებით დაბრუნდება.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს. ჩემი ფორმიდან გამომდინარე რთული მსოფლიოს ჩემპიონატი გამოდგა. მაგრამ, მაინც შევძელით 3 ოქროს მედალი მოგვეპოვებინა და შეგვენარჩუნებინაა ეს ტიტული მეექვსედ. ჩვენი გულშემატკივარი ცოტა ვანერვიულეთ, მაგრამ არაუშავს. აუცილებლად გამოვასწორებთ და მსოფლიო ჩემპიონატზე უფრო დიდი შედეგებით დავბრუნდებით“, - თქვა ტალახაძემ.
შეგახსენებთ, რომ ლაშა ტალახაძის ანგარიშზე ექვსი მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლის გარდა, ამდენივე ევროპის და 2 ოლიმპიური ოქროა.