სტოლტენბერგი: რუსეთი უკრაინაში გაჭიანურებული ომისთვის ემზადება - პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ ბრძოლის ველზე ვერ გაიმარჯვებს

სტოლტენბერგი: რუსეთი უკრაინაში გაჭიანურებული ომისთვის ემზადება - პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ ბრძოლის ველზე ვერ გაიმარჯვებს

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში გაჭიანურებული ომისთვის ემზადება და ნატოში უკრაინის მხარდამჭერებმა იარაღის გაგზავნა უნდა განაგრძონ მანამ, სანამ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ გააცნობიერებს, რომ ბრძოლის ველზე ვერ გაიმარჯვებს.

საინფორმაციო სააგენტო AFP-სთან ინტერვიუში ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ არ არსებობს იმის ნიშანი, რომ პუტინმა უარი თქვა უკრაინის გაკონტროლების მიზანზე.

„რუსეთი არასათანადოდ არ უნდა შევაფასოთ. რუსეთი ხანგრძლივ ომს გეგმავს. ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი მეტი ძალების მობილიზებას ახდენენ, რომ მზად არიან ასევე ბევრი მსხვერპლისთვის, რომ ისინი ცდილობენ მიიღონ მეტი იარაღი და საბრძოლო მასალა. უნდა გვესმოდეს, რომ პრეზიდენტი პუტინი მზად არის, დიდი ხნით იყოს ამ ომში და დაიწყოს ახალი შეტევები“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

„დიდი ალბათობით, ეს ომი დასრულდება მოლაპარაკების მაგიდასთან, როგორც ომების უმეტესობა, მაგრამ ნებისმიერმა გამოსავალმა უნდა უზრუნველყოს უკრაინის, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს გამარჯვება. ამის მიღწევის ყველაზე სწრაფი გზა [უკრაინელი] სამხედროების მხარდაჭერაა, რათა პრეზიდენტმა პუტინმა გაიგოს, რომ ბრძოლის ველზე ვერ გაიმარჯვებს“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.