„ვილიარეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა „ნაპოლისთან“ ამხანაგური მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. მან იტალიური კლუბი შეაქო და სამი ფეხბურთელი გამოარჩია, რომელთა შორის კვარაცხელიაცაა.
„ყოველთვის სასიამოვნოა დიდი ტრადიციებისა და ისტორიის სცენაზე დაბრუნება, არა მხოლოდ მარადონას გამო, არამედ იმიტომ, „ნაპოლიც“ ისტორიული მნიშვნელობის კლუბია. ალბიოლი და რეინა ბედნიერები არიან, რომ ნეაპოლში ბრუნდებიან, რადგან შესანიშნავი მოგონებები აკავშირებთ.
სპალეტი ძალიან მომწონს, მას ჩვენი მსგავსი სათამაშო სტილი აქვს. შეტევას სხვადასხვა გზით ცდილობს და ბევრი ვარიანტი აქვს. ოსიმენი, კვარაცხელია და კიმი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან“, - თქვა სეტიენმა.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „ვილიარეალის“ ამხანაგური მატჩი 17 დეკემბერს, თბილისის დროით 23:30 საათზე გაიმართება.