ლიონელ მესიმ ხულიან ალვარესსა და არგენტინის ნაკრებში მის როლზე ისაუბრა. როგორც მესიმ აღნიშნა, ალვარესი გუნდს ძალიან ეხმარება და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ასე ითამაშებდა.
„ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ხულიანი ასეთ როლს შეასრულებდა და ჩვენთვის ასე მნიშვნელოვანი იქნებოდა. მან გუნდს საოცარი დახმარება გაუწია. მთელი ჩემპიონატის და ხორვატიის წინააღმდეგ შესანიშნავი თამაში აჩვენა, იბრძოდა ყველა სიტუაციაში და მომენტებს ქმნიდა. ჩვენთვის საოცარი აღმოჩენაა, ის ამას იმსახურებს, რადგან კარგი ბიჭია“, - თქვა მესიმ.
შეგახსენებთ, რომ ხულიან ალვარესმა მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე 4 გოლი გაიტანა. ფინალში არგენტინის ნაკრები 18 დეკემბერს, საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.