რონალდუ

რონალდუ "ნიუკასლში" სეზონის ბოლომდე?

კრიშტიანუ რონალდუ ახალ კლუბს ეძებს და ევროპაში დარჩენა სურს. როგორც ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, პორტუგალიელს ევროპული კლუბებისგან შეთავაზება არ მიუღია.

მხოლოდ „ნიუკასლ იუნაიტედი“ განიხილავს მისი დამატების იდეას, მაგრამ მხოლოდ მიმდინარე სეზონის ბოლომდე. 37 წლის თავდამსხმელი ამჟამად თავისუფალი აგენტია და ყველაზე აქტიურად „ალ-ნასრს“ უკავშირებენ, საიდანაც მან 2.5 წელიწადში 200 მილიონი ევროს შეთავაზება მიიღო.

სახელდება ლისაბონის „სპორტინგის“ ვარიანტიც, მაგრამ პორტუგალიურ კლუბს რონალდუს ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილება არ შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუმ „მანჩესტერთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და ამჟამად, „რეალის“ ბაზაზე ინდივიდუალურად ვარჯიშობს.