მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი, კარიმ ბენზემა, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის წინ, საფრანგეთის ნაკრებს შეუერთდება - წერს გაზეთი AS.
წყაროს ინფორმაციით, ბენზემამ ყატარის მუნდიალი ტრავმის მიზეზით გამოტოვა. ახლა ის თითქმის ჯანმრთელადაა და „რეალის“ ხელმძღვანელობა წინააღმდეგი არ იქნება, თუკი კარიმი საფრანგეთის ნაკრების ბანაკში დაბრუნდება და ფინალურ მატჩს დაესწრება.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინათ, ფრანგების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა, არ უპასუხა ჟურნალისტებს ბენზემას ნაკრებში შესაძლო დაბრუნების შესახებ დასმულ კითხვაზე..
საფრანგეთისა და არგენტინის ეროვნული გუნდების მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი კვირას, 18 დეკემბერს გაიმართება და თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.