ემანუელ მაკრონი: „ვფიქრობ, გავიმარჯვებთ. თან მგონია, რომ ფინალურ მატჩში ბევრი გოლი გავა.“

ემანუელ მაკრონი: „ვფიქრობ, გავიმარჯვებთ. თან მგონია, რომ ფინალურ მატჩში ბევრი გოლი გავა.“

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, საფრანგეთ-არგენტინის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის წინ თავისი პროგნოზი გამოთქვა.

„უფრო მკაფიო პროგნოზს კვირას (18 დეკემბერი) გეტყვით. ვფიქრობ, ჩვენ ფავორიტები ვართ, მაგრამ არგენტინელები მატჩიდან მატჩამდე სულ უკეთ თამაშობენ. გუნდი აშკარად პროგრესირებს. ვფიქრობ, მათ ნაკლებად შეკრული შემადგენლობა ჰყავთ.

ველოდები ითამაშებს თუ არა რაბიო. მასზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ მაროკოსთან ნახევარფინალშიც მის გარეშეც კარგი გუნდი თამაშობდა.

ვფიქრობ, გავიმარჯვებთ. თან მგონია, რომ ფინალურ მატჩში ბევრი გოლი გავა.“ - ციტირებს მაკრონის სიტყვებს L’Equipe.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთისა და არგენტინის ფინალური მატჩი კვირას, 18 დეკემბერს გაიმართება და თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.