არგენტინის ნაკრების კაპიტანმა, ლიონელ მესიმ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გუნდური წარმატება მისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე პირადი რეკორდები.
„რეკორდები კარგია, მაგრამ გუნდური წარმატება უფრო მნიშვნელოვანია. მძიმე ბრძოლების შემდეგ მიზნამდე ერთი ნაბიჯი დაგვრჩა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამჯერად წარმატებით დავამთავროთ ტურნირი.“ - ციტირებს მესის სიტყვებს ინტერნეტ-პორტალი Ole.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში არგენტინელებმა ხორვატიის ეროვნული გუნდი დაამარცხეს (3:0). ტურნირის ფინალში კი კვირას, 18 დეკემბერს, საფრანგეთის ნაკრებს შეხვდებიან. მატჩი თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.