სტამბოლის მერს 2 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა თურქეთის უმაღლესი საარჩევნო კოლეგიის ოფიციალური პირების შეურაცხყოფისთვის

სტამბოლის მერს 2 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა თურქეთის უმაღლესი საარჩევნო კოლეგიის ოფიციალური პირების შეურაცხყოფისთვის

სტამბოლის მერს, ექრემ იმამოღლუს 2 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა თურქეთის უმაღლესი საარჩევნო კოლეგიის ოფიციალური პირების შეურაცხყოფისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

ექრემ იმამოღლუმ 2019 წელს სიტყვით გამოსვლისას „იდიოტებად“ მოიხსენია ის მაღალჩინოსნები, რომელთაც არჩევნების პირველი ტურის შედეგები გააუქმეს.

ექრემ იმამოღლუ 2019 წლის მარტის ადგილობრივ არჩევნებზე სტამბოლის მერად აირჩიეს, როგორც „ეროვნული ალიანსის“ კანდიდატი. თუმცა, ამ თანამდებობაზე მხოლოდ 17 აპრილიდან 6 მაისამდე იმუშავა, სანამ არჩევნების შედეგები არ გაუქმდა. ხელახლად მერად 2019 წლის 23 ივნისს, განახლებულ არჩევნებზე აირჩიეს.

ექრემ იმამოღლუს მერად არჩევა პირველი შემთხვევა იყო ბოლო 25 წლის განმავლობაში, როდესაც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტია თურქეთის უდიდეს ქალაქში დამარცხდა.