,,მონცას" მფლობელი, სილვიო ბერლუსკონი საშობაო წვეულებაზე გუნდის ფეხბურთელებს დაჰპირდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ,,მილანს" ან ,,იუვენტუსს" დაამარცხებენ, გასახდელში ერთი ავტობუსის ოდენობის გოგონები დახვდებათ.
ყოფილი იტალიის პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი, ,,მილანს" 1986-2017 წლებში ფლობდა, 2018 წლიდან კი ის ,,მონცას" მფლობელია, კლუბის, რომელიც იტალიის სერია ა-ში ახლახანს აღზევდა.
იგი გუნდის საახალწლო წვეულებაზე მოთამაშეებს ესტუმრა და განუცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მისი ბიჭები სერია ა-ს ორ გრანდს, ,,მილანს" ან ,,იუვენტუსს" დაამარცხებენ, კარგი საჩუქარი ელოდებათ, ეს კი მათ სტიმულის გაზრდაში უნდა დაეხმაროთ.
ამ მომენტისათვის ,,მონცა" სერია ა-ში 16 ქულით მე-14 ადგილს იკავებს. გუნდი ,,იუვენტუსს" 29 იანვარს, ,,მილანს" კი 18 თებერვალს დაუპირისპირდება.