იბრაჰიმოვიჩი:

იბრაჰიმოვიჩი: "ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება კვარაცხელიამ მოახდინა"

„მილანის“ ფეხბურთელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა Gazzetta Dello Sport-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც ბევრ თემაზე ისაუბრა, მათ შორის სკუდეტოსთვის ბრძოლაზეც.

როგორც შვედმა ვარსკვლავმა აღნიშნა, „ნაპოლი“ ძლიერია და მასზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ხვიჩა კვარაცხელიამ მოახდინა, მაგრამ სჯერა, რომ „მილანს“ სკუდეტოს მოგება შეუძლია.

„რა თქმა უნდა, მჯერა, რომ სკუდეტოს მოგება შეგვიძლია. ამჟამად მეორე ადგილზე ვართ. „ნაპოლი“ ძლიერია, კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელმაც ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. თუმცა, „იუვეც“ ბრუნდება და „ინტერიც“ ბრძოლაშია. ჩვენც აქ ვართ. გარდა ამისა, წლევანდელი სეზონი გამორჩეულია ზამთრის შესვენებით და სეზონის შუაში მსოფლიოს ჩემპიონატით. ჩემი ხანგრძლივი გამოცდილებიდან ვიცი, რომ სეზონის მეორე ნახევარი ყოველთვის გადამწყვეტია”, - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ „მილანი“ „ნაპოლის“ სერია A-ში 15 ტურის შემდეგ 8 ქულით ჩამორჩება.