დამპლინგ-სუპი

დამპლინგ-სუპი

მოამზადეთ ბულიონი - საქონლის ძვლიანი ხორცით, სხვადასხვა ბოსტნეულით, (ხახვი, ნიორი, პრასი, სტაფილო, მწვანილები) დაფნის ფოთოლით, შავი წიწაკის მარცვლებით და  წითელი წიწაკით.

 

პარალელურად ამზადებთ ცომს და ფარშს - ხინკლის, პილმენის, ან რაიმე - თქვენი ინტერპრეტაციით და ახვევთ ფორმებად (ამ ფორმებს ჰქვია დამპლინგები).

 

წვნიანის სუფრასთან მიტანის წინ, მომზადებულ ბულიონში ხარშავთ წინასწარ მომზადებულ დამპლინგებს (სასურველია გაყინული - უკეთესია გემოსთვის) .

 

თეფშზე გაანაწილეთ მოხარშული სოკო და დამპლინგები; მორთეთ მწვანილითა და ბოსტნეულით. ბულიონიც და დამპლინგებიც წინასწარ შეგიძლიათ მოამზადოთ თავისუფალ დროს და გაყინოთ მაცივარში. ასე, სუფრაზე მისატანად “უდროობის დროს“ სულ 10-12 წუთი დაგჭირდებათ.

 

რეკომენდაცია ჭამისათვის:

 

დამპლინგისათის გამოიყენეთ ჩანგალი. რადგან, საკმაოდ დიდი ზომის არის და რამდენიმე ლუკმად იჭმება - პირველი ლუკმის შემდეგ დამპლინგი აავსეთ ისევ სუფის წვენით და ისე მიირთვით ყოველი ახალი ლუკმა.

peppi