მაროკოს ავიახაზები, Royal Air Maroc 30 რეისს ნიშნავს, რათა გულშემატკივრები კასაბლანკადან დოჰაში ჩაიყვანოს საფრანგეთთან ნახევარფინალურ მატჩზე დასასწრებად.
Royal Air Maroc-ის ავიახაზებმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ცნობილი გახდა, რომ ისინი გულშემატკივარს შესაძლებლობას მისცემენ ასეთ ისტორიულ მომენტს, როგორიც მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლაა, მაქსიმალურად ცოტა ადამიანი დააკლდეს.
ორმხრივი ბილეთის მქონე გულშემატკივრები იმ ათასობით მაროკოელ ქომაგებს შეუერთდებიან, რომლებიც უკვე კატარში იმყოფებიან და მათი ქვეყნის ეროვნული ნაკრების მიერ ჩადენილ სასწაულს ცოცხლად უყურებენ.
მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალურ ეტაპზე მაროკოს ნაკრებმა პორტუგალია 1:0 დაამარცხა და ბევრისთვის მოულოდნელად, ნახევარფინალში გავიდა, სადაც საფრანგეთის ნაკრებს 14 დეკემბერს, 23:00 საათზე დაუპირისპირდება.