არგენტინისა და ნიდერლანდების მატჩის მთავარი მსაჯი, ანტონიო მატეუ ლაოსი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები ყვითელი ბარათების რეკორდი დაამყარა, FIFA-მ სახლში გაუშვა.
ესპანელი მსაჯის მოქმედებებით ორივე გუნდის მოთამაშეები გამოხატავდნენ უკმაყოფილებას. მატჩის შემდგომ მის შესახებ ლეო მესიმაც ისაუბრა:
,,მსაჯების შესახებ საუბარი არ მსურს, რადგან ისინი ამის გამო დამსჯიან, თუმცა ხალხმა კარგად დაინახა, რაც მოხდა. ჩემი აზრით, FIFA-მ ამაზე უნდა იზრუნოს. ამხელა მაგნიტუდის და მნიშვნელობის შეხვედრაში ასეთი მსაჯი არ უნდა ინიშნებოდეს." - განაცხადა ლეომ
როგორც ჩანს, FIFA-მ არგენტინელი ვარსკვლავის და სხვა მოთამაშეების პროტესტი გაითვალისწინა და მატეუ ლაოსს წერილი გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნა, რომ ის მიმდინარე მუნდიალზე აღარ დასჭირდებათ.
მატეუ ლაოსს როგორც ნახევარფინალების, ასევე ფინალების მსაჯობაც შეეძლო, რადგან ესპანეთის ნაკრები ტურნირზე აღარ მონაწილეობს. ის გერმანელი დანიელ ზიბერტის და ირანელი ალირეზა ფაგანის შემდეგ რიგით მესამე მსაჯია, რომელიც FIFA-მ ოფიციალურად სახლში გაუშვა.