გარი ლინეკერი:

გარი ლინეკერი: "ინგლისის დროც მოვა"

ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა გარი ლინეკერმა სოციალურ ქსელში საფრანგეთთან წაგების შემდეგ პოსტი გამოაქვეყნა და ინგლისის ნაკრები შეაქო. როგორც მან დაწერა, ინგლისის დროც დადგება.

„კიდევ ერთხელ გულსატკენია, მაგრამ დიდებულ საფრანგეთის ნაკრებთან წაგება სირცხვილი არაა და მათ ვულოცავ. ამ შესანიშნავმა ახალგაზრდა ინგლისმა ყველაფერი გაიღო და მომავალში მხოლოდ უკეთესი გახდება. მათი დროც მოვა“, - დაწერა ლინეკერმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ევროპის ვიცე-ჩემპიონი ინგლისი მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონ საფრანგეთთან 1:2 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატს მეოთხედფინალურ ეტაპზე ყველა მეტჯერ ინგლისი გამოეთიშა (7-ჯერ).